10 სერიალი, რომლითაც ხანგრძლივი ფრენისას დროს მარტივად მოკლავ
ბილეთი ნაყიდი გაქვს, სასტუმრო დაჯავშნილია, ბარგი ჩალაგებულია — ისღა დაგრჩენია მოიფიქრო, თუ როგორ გაიყვან დროს თვითმფრინავში რამდენიმე საათიანი მგზავრობისას.
არადა, როგორც ყველაფერი გენიალური, ამ თავსატეხის პასუხიც მეტისმეტად მარტივია: მართალია, თვითმფრინავით მგზავრობა, შეიძლება, გარკვეულ დისკომფორტთან ასოცირდებოდეს, მაგრამ ეს პროცესი იდეალურია სერიალის საყურებლად. რატომ? ზიხარ მყუდროდ მშვიდ გარემოში, საკვებს ადგილზე მოგართმევენ და თან დრო თავზე საყრელად გაქვს, ეს კი სწორედ საუკეთესო გარემოა ახალი სატელევიზიო შოუს სანახავად. ასე კი ორ კურდღელს ერთდროულად დაიჭერ: მგზავრობის დრო თვალის დახამხამებაში გავა და ახალ საინტერესო სერიალსაც ნახავ.
სწორედ ასეთ შემთხვევებში სანახავი სერიალები წინასწარ შეგირჩიეთ, გაფრენის წინ კი უბრალოდ მგზავრობის ზუსტი ხანგრძლივობა უნდა გადაამოწმო და ქვემოთ ჩამოთვლილი სერიალებიდან შესაბამისი შეარჩიო.
1. The End of the Fucking World
ხანგრძლივობა: 5.7 საათი, ორი სეზონი
ეს ბრიტანული კომედიური დრამა, ალბათ, საუკეთესო რამაა, რაც კი შეიძლება მგზავრობისას ნახო: ჯეიმსისა და ალისას მოულოდნელობებით სავსე თავგადასავალი წამითაც კი არ მოგაწყენს თავისი საოცარი შავი იუმორითა და უჩვეულო ტრაგიზმით.
2. Fleabag
ხანგრძლივობა: 5 საათი, ორი სეზონი
თუ ამ სერიალის ყურებას გადაწყვეტ, მგზავრობა ნამდვილად დაუვიწყარი გახდება, რადგან ბორტზე მყოფ ყველა მგზავრს დაამახსოვრდება შენი გაუჩერებელი სიცილი.
3. Maniac
ხანგრძლივობა: 6.5 საათი, ერთი სეზონი
თუ თვითმფრინავით მგზავრობა ძალიან გაშინებს, მაშინ ეს სერიალი პირდაპირ ზედგამოჭრილია შენთვის: ემა სტოუნისა და ჯონა ჰილის პერსონაჟებთან ერთად ფრენის დასრულებამდე, შესაძლოა, საკუთარ შიშებთან გამკლავების გზაც კი იპოვო.
4. Sex Education
ხანგრძლივობა: 8 საათი, ერთი სეზონი
ჰო, ცოტა უცნაური იქნება ამ სერიალის ყურება იმ შემთხვევაში, თუ ეკრანს ბორტზე მყოფი სხვა ბევრი მგზავრიც ადევნებს თვალს, მაგრამ თუ შენთვის კოხტად ზიხარ ფანჯრის მხარეს, მაშინ ნეტფლიქსის ამ ერთ-ერთ საუკეთესო სერიალთან ერთად შთამბეჭდავ დროს გაატარებ.
5. Sharp Objects
ხანგრძლივობა: 8 საათი, ერთი სეზონი
თუ გასაოცარი მოგზაურობიდან იმ ადგილას ბრუნდები, საითკენაც გული დიდად არ მიგიწევს, მაშინ HBO-ს ეს სერიალი სწორედ შენთვისაა: ემი ადამსის პერსონაჟიც თავის საძულველ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. თუმცა, ამის გარეშეც თუ მისტიკური კრიმინალური ისტორიები გიტაცებს, ამ სერიალის წყალობით წარმოუდგენელი ემოციებით სავსე რვა საათი გელოდება წინ.
6. The Haunting of Hill House
ხანგრძლივობა: 9.5 საათი, ერთი სეზონი
თუ ფრენის გეშინია და ყურადღება სხვა რამეზე გინდა გადაიტანო, ან პირიქით, საერთოდ არ გეშინია და ადრენალინის დამატებითი დოზა გჭირდება, ამაში ეს ერთ-ერთი (ერთადერთი თუ არა) საუკეთესო საშინელებათა ჟანრის სერიალი დაგეხმარება.
7. Killing Eve
ხანგრძლივობა: 11 საათი, ორი სეზონი
სერიული მკვლელების ისტორიები თუ გიტაცებს, BBC-ის ეს სატელევიზიო შოუ სრულიად ახალ და უნიკალური ხელწერის მქონე ბოროტმოქმედს გაგაცნობთ: ვილანელის დაუჯერებელი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობების გამოძიება თქვენს მოგზაურობას კრიმინალურ თავგადასავლად გადააქცევს.
8. The Boys
ხანგრძლივობა: 8 საათი, ერთი სეზონი
სუპერგმირების ისტორიები ვისაც განსაკუთრებულად უყვარს და ეს ახალი სატელევიზიო შოუ ჯერ არ უნახავს, მომავალი მოგზაურობა თუნდაც იმიტომ უნდა დაგეგმოს, რომ Amazon-ის ამ საინტერესო პროექტით დატკბეს.
9. Chernobyl
ხანგრძლივობა: 5 საათი, ერთი სეზონი
თუ გიყვარს ეკრანზე გაცოცხლებულ ისტორიულ მოვლენებზე თვალის მიდევნება, მაშინ ეს სერიალი იმედს არ გაგიცრუებს: უახლოესი წარსულიდან ცნობილი ჩერნობილის ტრაგედიის შესახებ HBO-მ ერთობ შთამბეჭდავი სატელევიზიო შოუ გადაიღო.
10. Unbelievable
ხანგრძლივობა: 6.4 საათი, ერთი სეზონი
ნამდვილი ისტორიების მოსმენა გიყვარს? მაშინ ამ სერიალს აუცილებლად უნდა უყუროთ, რადგან ისეთ დაუჯერებელ ამბავზე მოგვითხრობს, რომ მსგავსი რამ მართლაც იშვიათად გვსმენია ცხოვრებაში, არადა, თითქმის, ყოველდღე ხდება.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
კომენტარები