პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება. ამის შესახებ On.ge-ს პარტიის პრესსამსახურში უთხრეს.

მათი ცნობით, შეხვედრა ოცნების ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს. უცნობია, ვისი ორგანიზებულია შეხვედრა და რას განიხილავენ ისინი. პრესსამსახურში ამბობენ, რომ ინფორმაციას მოგვიანებთ გაავრცელებენ.