Namai Vake სახლი ვაკეში — უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
უსაფრთხოება, ეკომეგობრული გარემო და კომფორტი ალბათ სწორედ ის დეტალებია, რასაც ახალი სახლის შერჩევისას ყურადღებას მიაქცევდით. ბინა კიდევ უფრო მეტად მოგეწონებოდათ, თუ მას დიდი ტერასა და გამწვანება აქვს, ასევე ორდონიანი ავტოსადგომი და საწყობის ფართი. ზუსტად ასეთი კომპლექსი თბილისის ცენტრში, ვაკეში შენდება და მას Namai Vake ჰქვია.
რა არის Namai Vake
ნამაი ვაკე BI Group -ის პირველი პროექტია საქართველოში. კომპანია ლიეტუვურია და სურს, რომ პრემიუმ სეგმენტის ბაზარზე ევროპული ხარისხის პროდუქცია და სერვისი დანერგოს.
"ნამაი" ლიეტუვურ ენაზე სახლს ნიშნავს და ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორი ტიპის საცხოვრებელი გელოდებათ ზემო ვაკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ რეკრეაციულ ზონაში, ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე.
შენი "სახლი ვაკეში" ენერგოეფექტურია
შენი სახლი Namai Vake-ში თბილისში საუკეთესო ენერგოეფექტური საცხოვრებელია. ეს ნიშნავს, რომ:
- კედლები და სახურავები თერმულადაა დაცული;
- ფანჯრები მაღალი ხარისხის ალუმინისაა, ორმაგი მინითა და მზისგან დამცავი სისტემით;
- სახლში გაქვთ ცენტრალიზებული, იატაკქვეშა გათბობისა და გაგრილების სისტემა, ინდივიდუალური რეგულირებითა და მრიცხველით;
- მზის პანელები, რომლებიც საერთო სივრცეებს ელექტროენერგიით მოამარაგებს.
ამ ყველაფრისთვის კომპანია ევროპულ სამშენებლო მასალებს იყენებს. გარდა იმისა, რომ ეს პუნქტები ენერგოეფექტურობას უზრუნველყოფს და ეკომეგობრულ გარემოს ქმნის, თქვენ ხარჯებსაც ამცირებს. მაგალითად, კორპუსების სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელები მთლიანად უზრუნველყოფს სადარბაზოს, ლიფტის, გარე განათებისა და პარკინგის ტერიტორიის განათებას.
ცენტრალიზებული იატაკქვეშა გათბობის სისტემა საშუალებას გაძლევთ, რომ თითოეულ ოთახში ტემპერატურა სურვილისამებრ დაარეგულიროთ. გარდა ამისა, სახლში არ გექნებათ რადიატორები, რაც ფართის სურვილისამებრ ათვისების საშუალებას გაძლევთ.
მწვანე გარემო, რომელზეც მუდმივად ზრუნავენ
კომპლექსის ტერიტორიაზე სულ 4 კორპუსი იქნება განთავსებული. დახურული გამწვანებული შიდა ეზო, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი და ფუნქციონალური სპორტდარბაზი, რომელიც საერთო გამოყენების იქნება.
გამწვანება ტერასებზეც დაგხვდებათ, შიდა ეზოს კი ავტომატური საირიგაციო სისტემა ექნება. თვითონ კომპლექსი კუს ტბის სიახლოვეს მდებარეობს, შესაბამისად ყველა პირობა გაქვთ, რომ ჯანსაღ გარემოში იცხოვროთ, სუფთა ჰაერზე ივარჯიშოთ, ბავშვები რეკრეაციულ ზონაში გაასეირნოთ და თან ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრში.
როგორი ბინა დაგხვდება Namai Vake-ში
"ნამაი ვაკე", რომელიც 71 ბინას აერთიანებს ნამაი სტანდარტით (მწვანე კარკასით) ჩაგბარდებათ. გადახდილ ფასში შედის საპარკინგე ადგილი თქვენი მანქანისთვის, სტუმრებისთვის კი ცალკე ღია პარკინგია მოწყობილი.
"ნამაის სტანდარტი გულისხმობს, რომ როცა მაცხოვრებელი შედის ბინაში ხვდება იატაკქვეშა გათბობა, ასევე, გაგრილების სისტემა, მოჭიმული იატაკი, კედლები შეფიხნული, გამზადებული სამღებრო სამუშაოებისთვის ან შპალერის გაკვრისთვის, გიფსოკარდონის ჭერი, ალუმინის კარ-ფანჯრები მზის დამცავი მინებით, ელექტრობა, კანალიზაცია, ასევე ტერასები და გამწვანება", — თქვა On.ge-სთან საუბრისას ნამაი ვაკეს გაყიდვების მენეჯერმა თიკო ჯაფარიძემ.
აქ განსაკუთრებული 4 ბინა დაგხვდებათ, რომლებსაც ტერასაზე ინდივიდუალური საცურაო აუზი აქვთ. სამი მათგანი კორპუსების ზედა სართულზეა, ერთი კი პირველზე. ნამაი ვაკეში სანამ ბინას იყიდით შეგიძლიათ წინასწარ, ადგილზე ნახოთ, სად მდებარეობს მშენებლობა, როგორაა განლაგებული სახლები, როგორია ხარისხი, სწორედ ამ მიზეზით, გაყიდვები სექტემბრის თვიდან დაიწყო.
სანამ ბინის სანახავად მიხვალთ, შეგიძლიათ ნამაი ვაკეს საიტზე თითოეულ ბინის 2D და 3D გეგმარება ნახოთ. პროექტის მშენებლობა 2020 წლის სექტემბრისთვის დასრულდება და მაცხოვრებლებს უკვე შეეძლებათ რემონტი დაიწყონ. ნამაი ვაკემ იმაზეც იზრუნა, რომ მეზობლების ხმაურის გამო არ შეწუხდეთ, გარდა ბინებს შორის 25 სანტიმეტრიანი ხმის იზოლაციური კედლებისა, ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია, რომ ყველა მცხოვრებს რემონტისთვის 6 თვის ვადა აქვს.
მდებარეობა, ეკოლოგია, კომფორტი, ენერგოეფექტურობა და მაქსიმალურად შენზე მორგებული გარემო. რაც მთავარია, ყველაფერი ევროპული სტანდარტების დაცვითა და პრემიუმ კლასით. ახალი სახლის შესაძენად უკვე ბევრი მიზეზი გაქვთ და Namai Vake-ში გელოდებიან.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები