პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 40-მა დეპუტატმა "პრინციპული პოზიცია" დაიკავა და პროექტი ჩააგდო. მათგან რვას ბოლო სამი წლის განმავლობაში პლენარულ სხდომაზე ხმა არც ერთხელ არ ამოუღია. ყველა მათგანი ქართული ოცნების დეპუტატია.

  1. მუხრან ვახტანგაძე — მაჟორიტარი;
  2. იოსებ მაკრახიძე — მაჟორიტარი;
  3. სამველ მანუკიანი — პარტიული სიით;
  4. ენზელ მკოიანი — მაჟორიტარი;
  5. რომან მუჩიაშვილი — მაჟორიტარი;
  6. გოდერძი ჩანქსელიანი — მაჟორიტარი;
  7. ირაკლი ხახუბია — მაჟორიტარი;
  8. ვიქტორ ჯაფარიძე — პარტიული სიით.

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. On.ge-ს მიერ საკანონმდებლო ორგანოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, პროპორციული სისტემის წინააღმდეგ წასული სხვა მაჟორიტარი დეპუტატები შედარებით უფრო აქტიურები აღმოჩნდნენ.

მაგალითად, ბოლო სამ წელში რუსლან პოღოსიანი, თამაზ ნავერიანი და თენგიზ ხუბულური პლენარულ სხდომაზე სიტყვით მხოლოდ ერთხელ გამოვიდნენ. ამავე დროს ირაკლი აბუსერიძემ და ედიშერ თოლორაიამ ხმა სამჯერ ამოიღეს, ხოლო გიორგი კოპაძის ხმა ამომრჩეველმა მხოლოდ ორჯერ გაიგონა.

ამავე თემაზე: