საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერიც იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ახალი პოზიციის შემოღება ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას ადმინისტრაციას, მოქალაქეებსა და მედიას შორის.

"მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში გაჩნდება პრესსპიკერის პოზიცია, რომელსაც შეთავსებით დაიკავებს საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი", — განაცხადა გიორგი გახარიამ.