თბილისში, სპორტის სასახლესთან კაცი დაჭრეს. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო სავარაუდო თავდამსხმელი ჯერ დაკავებული არაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.