რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენკსი სიმპათიური და გულწრფელი ადამიანია. მისივე თქმით, ზელენსკის გულწრფელად სურს, რომ დონბასში სიტუაცია მოაგვაროს.

"როგორი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთან? არანაირი. მას არასდროს შევხვედრივარ. მას არ ვიცნობ. ტელეფონით ვესაუბრეთ ერთმანეთს. მგონია, რომ ის სიმპათიური და გულწრფელია", — ამის შესახებ პუტინმა ფორუმზე რუსეთი გეძახის ისაუბრა.

გარდა ამისა, პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა მთლიანად კიევზეა დამოკიდებული.

9 დეკემბერს პარიზში ოთხმხრივი სამიტი გაიმართება, სადაც უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის მოგვარების სავარაუდო გზებზე ისაუბრებენ. მოლაპარაკებების ფარგლებში პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. სამიტში გერმანია და საფრანგეთიც მიიღებენ მონაწილეობას.