ემილია კლარკი: GOT-ის შიშველი სცენების გადაღებისას შეშინებული ვიყავი
ემილია კლარკმა თქვა, რომ სამეფო კარის თამაშებში შიშველი სცენების შესრულების დროს თავს არაკომფორტულად გრძნობდა. ბრიტანელი მსახიობი საკულტო სერიალში დედოფალ დეინერის ტარგარიენს ასახიერებდა. HBO-ს შოუში სექსისა და ძალადობის სცენები ღიად იყო ნაჩვენები.
კლარკი 23 წლის იყო, როდესაც GOT-ის პირველ სეზონში იღებდნენ. მისი თქმით, რამდენიმე "შემაძრწუნებელი" შიშველი სცენის წინ ხშირად უტირია. კლარკი დასძენს, რომ სცენარი როლის მიღების შემდეგ გაუგზავნეს და მისი კითხვის დროს აღმოაჩინა, როგორი სცენების შესრულება დასჭირდებოდა როლისთვის:
"სწავლა ახალი დასრულებული მქონდა და ამას ისე მივუდექი, როგორც სამუშაოს, რომელიც კარგად უნდა შემესრულებინა: თუ ეს სცენარშია, მაშინ საჭიროც იქნება — ვეუბნებოდი ჩემს თავს. ეს ასეა, მე ამაში აზრს ჩავდებ, ამას გავაკეთებ და ყველაფერი კარგად იქნება.
გადასაღებ მოედანზე ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ. ფილმში მანამდე ორჯერ ვმონაწილეობდი, მაგრამ ახლა სრულიად შიშველი ვიყავი ამდენი ადამიანის წინაშე და არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი რას ელოდნენ ჩემგან, არ ვიცოდი რა სურდა ხალხს და არ ვიცოდი რა მინდოდა მე".
მსახიობის სიტყვებით, პირველი სეზონის განმავლობაში ფიქრობდა, რომ კონკრეტული მოთხოვნების გასახმოვანებლად საკმარისი "ღირებული" არ იყო. კლარკი, რომელიც ახლა 33 წლისაა, ამბობს, რომ რამდენიმე სცენაში დუბლიორი მონაწილეობდა და დასძენს, რომ გადასაღებ მოედანზე ხალ დროგოს როლის შემსრულებელი ჯეისონ მომოა მის მიმართ მზრუნველობას ავლენდა.
სერიალის პირველ სეზონში ხალ დროგო დეინერისს ქორწინების პირველ ღამეს აუპატიურებს.
"ის ჩემზე მეტს ტიროდა", — იხსენებს ემილია კლარკი და დასძენს, რომ პარტნიორში გაუმართლა. მსახიობის თქმით, მომოას გარეშე ბევრი რამ მისთვის უფრო რთული იქნებოდა:
"ჯეისონს ამ როლამდე დიდი გამოცდილება ჰქონდა. ის მეუბნებოდა: "ძვირფასო, ეს ასე უნდა იყოს და ეს ასე არ უნდა იყოს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს საუცხოოდ გამოვიდეს". სცენის გადაღების შემდეგ კი ყველას ჩემს ნაცვლად ახსენებდა, რომ ხალათი უნდა მოეტანათ, რადგან ვკანკალებდი. ის ძალიან მზრუნველი და კეთილი იყო ჩემ, როგორც ადამიანის მიმართ".
ემილია კლარკი ამბობს, რომ სამეფო კარის თამაშების შემდეგ გადაწყვეტილებებს უფრო ჭკვიანურად იღებს და მეტს ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად კომფორტულად იგრძნობს თავს სხვადასხვა როლებისთვის შიშველი სცენის გადაღებისას. თუმცა, კლარკი დასძენს, რომ ის GOT-ის გადაღებებზეც აპროტესტებდა კონკრეტულ სცენებს:
"ვჩხუბობდი გადასაღებ მოედანზე და ვამბობდი, რომ მაგალითად "ეს ზეწარი აწეული უნდა იყოს", ისინი კი მეუბნებოდნენ "არ გააწბილო შენი GOT-ის ფანები", რასაც გინებით ვპასუხობდი".
HBO-ს წარმომადგენლებს და სერიალის პროდიუსერებს ემილია კლარკის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
კომენტარები