ფაქტობრივად, ბალეტის ჟანრში დაიშალა ეს პიკეტები და ბლოკირებები — ნუკრი ქანთარია
ქართული ოცნების დეპუტატი, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ სამართალდამცავებმა პარლამენტის პიკეტირება მაღალი სტანდარტით დაშალეს. ამის შესახებ მან მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა.
"თქვენ ნახეთ, რომ, ფაქტობრივად, ბალეტის ჟანრში დაიშალა ეს პიკეტები და ბლოკირებები, იმდენად სუფთად და მაღალი სტანდარტით იყო ამ შემთხვევაში", — განაცხადა ნუკრი ქანთარია.
რაც შეეხება პარლამენტის ბლოკირების ახალ გეგმას, დეპუტატი ამბობს, რომ ეს არ გამოვა:
"მათ ახლა მოინდომონ პარლამენტის ბლოკირება, რომ სესიები არ ჩატარდეს და შეფერხდეს მუშაობა და განსაკუთრებით ვამბობ, რომ ბიუჯეტის მიღება სერიოზული რამეა. ეს უნდათ, რომ ამ სიბრტყეში გადაიტანონ... ეს ვერ გამოვა. რამდენად არიან ისინი მზად, აი, ამ ძიძგილაობისთვის ერთმანეთთან ჭყლეტისთვის, ეს სხვა რამეა".
მოძრაობა ქვეყნის სამსახურშის ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ 25 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირებას ისევ გეგმავენ. აქციის მონაწილეებს ის საღამოს 7 საათზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, მოქალაქეებს ოპოზიციური პარტიები მიმდინარე კვირის სამოქმედო გეგმებს თავად გააცნობენ, მოძრაობა ქვეყნის სამსახურში კი თბილისის გარეთ დაგეგმილ აქტივობებს აუქმებს.
"ჩვენ გვეგონა, რომ პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება უზრუნველყოფილი იყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჯერ ეს გვაქვს მოსაპოვებელი. ამას თბილისის გარდა ვერ მოვიპოვებთ ვერსაიდან. ესაა ეპიცენტრი, ესაა საჯილდაო ქვა, მაგრამ გვჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ ვერ ჩამოვედით თქვენთან, მაგრამ თქვენ ჩამოდით ჩვენთან", — თქვა დიღმელაშვილმა.
ამჟამად პარლამენტის შენობა ბლოკირებული აღარ არის. აქციის დაშლამდე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებში გაშლილი იყო კარვები და დააწყვეს ტომრები, ევროპულმა საქართველომ ყველა შესასვლელ ჭიშკარს სიმბოლურად ბოქლომი დაადო. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ შენობაში არც ერთ დეპუტატს არ შეუშვებდნენ.
18 ნოემბერს სპეცნაზმმა აქციის დაშლა და კარვების აყრა დაიწყო. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. ამის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში შევიდნენ და ბიუროს სხდომა გამართეს.
დაშლისას 37 ადამიანი დააკავეს, მათ შორის გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ზურა ჯაფარიძე. კარვების აყრის მიუხედავად პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია და გამოსვლები გვიან ღამემდე გაგრძელდა.
აქცია თბილისის ქუჩებში მას შემდეგ იმართება, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
კომენტარები