გურამიშვილს უთქვამს, სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდებისო. თანამედროვე მსოფლიოს ზრდის სწრაფმა ტემპმა სწავლა განგრძობითი, ამოუწურავი პროცესი გახდა, რომელიც შეუძლებელია ოდესმე დამთავრდეს, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყოველდღე 2.5 კვინტილიონი ბიტის მოცულობის ინფორმაცია ზიარდება. წარმოგიდგენიათ რამდენი ახალი აღმოჩენა კეთდება ნებისმიერ სფეროში?

ბევრი ჩვენგანისთვის სწავლა მხოლოდ სკოლასთან, უნივერისტეტთან, კოლეჯთან ასოცირდება, თუმცა დღესდღეობით სწავლების ბევრი სხვა ალტერნატივაა: თვითგანათლება, სპეციალიზებული ტრენინგ ცენტრი, ონლაინ კურსები და მრავალი სხვა საშუალება, რომლებიც განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს.

განსაკუთრებულად სწრაფად იცვლება ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფერო, რომელიც არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც თუნდაც გუშინ იყო. ის უნარები, რომლებიც საჭირო იყო დასაქმებისთვის მაშინ, როცა ჩვენ ფორმალურ განათლებას ვიღებდით, დღესდღეობით შეიძლება საკმარისი აღარ იყოს.

ასაკის მატებასთან ერთად ვყალიბდებით და ვიაზრებთ, თუ რა გვინდა მომავალში, ამიტომ განსაკუთრებულად პროდუქტიულად ვსწავლობთ მაშინ, როცა ზუსტად ვიცით რა მიმართულებით გვინდა განვითარება. შესაბამისად, ამ ტიპის განათლების სამიზნე აუდიტორია ზრდასრული ადამიანები არიან, რომელთაც უკვე აქვთ გარკვეული სამუშაო გამოცდილება და ზუსტად იციან რა კუთხით სურთ კარიერული განვითარება შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.

უწყვეტი განათლება, იქნება ეს რომელიმე ტრენინგ ცენტრში სემინარზე დასწრება, ონლაინ კურსის ყურება, სამსახურეობრივი გამოცდილება თუ რამე სხვა, გვეხმარება გავიუმჯობესოთ არსებული და აღმოვაჩინოთ ახალი უნარები. როცა საქმე გვაინტერესებს, უფრო მოტივირებულიც ვაკეთებთ მას. თუ შეამჩნიეთ რომ ინტერესი დაკარგეთ, თქვენივე სფეროში ახალი ცოდნის მიღება ან სულაც სხვა სფეროს შესწავლა დაგეხმარებათ კვლავ ჩადგეთ კალაპოტში და ახალი ხედვითა და მოტივაციით შეეჭიდოთ საქმეს. ეს დამსაქმებლისთვის იმის მანიშნებელია, რომ არ კმაყოფილდებით მიღწეულით.

უწყვეტი სწავლება მხოლოდ დასაქმებას კი არ უზრუნველყოფს, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაშიც გვეხმარება. ტრენინგების, კურსებისა და მასტერკლასების გავლით შესაძლებლობა გვაქვს განვავრცოთ აღქმა ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს შესახებ.

სწრაფად ცვალებადი გარემო ჩვენგან მოქნილობას მოითხოვს. "21-ე საუკუნეში გაუნათლებელი ის კი არ იქნება ვინც ვერ შეძლებს წაიკითხოს და დაწეროს, არამედ ის, ვისაც არ შეეძლება ისწავლოს, დაივიწყოს ადრე ნასწავლი და თავიდან ისწავლოს", — ელვინ ტოფლერი.

რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენი ტვინი "კუნთია". რაც უფრო დიდხანს ვსწავლობთ, მით უფრო მეტხანს შევძლებთ შევინარჩუნოთ ათვისების უნარი. დღეს კი, ბაზარზე სასწავლო ტრენინგ ცენტრების და ონლაინ პლატფორმების უამრავი არჩევანია და საშუალება გვაქვს შევივსოთ ის სიცარიელე, რომელიც ფორმალური განათლებით ვერ მივიღეთ.

როცა დააპირებთ თქვენს თავს გამოწვევა მისცეთ და გაიუმჯობესოთ უნარები, არ გამოგჩრეთ BDO Academy, რადგან აქ ნამდვილად იციან უწყვეტი სწავლების ფასი და მათთვის #კენწეროარარსებობს.

#კენწეროარარსებობს #სწავლამწყურია #ACCA #IFRS #ბუღალტრულიაღრიცხვა #MSExcel #HR #საგადასახადოკოდექსი #ტრენინგები #კურსები