ცესკოს პრესსპიკერი, ანა მიქელაძე დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელს, ირაკლი ჭყოიძეს პასუხობს და განმარტავს, არჩევნების მეორე ტურზე მხოლოდ 4 პარტიას რატომ ეყოლება წარმომადგენელი:

"საარჩევნო სუბიექტი არჩევნების პირველი ტურისთვის იყო 25. მათგან ნაწილი იყო კვალიფიციური სუბიექტი, ნაწილი არაკვალიფიციური. მეორე ტურში, იქიდან გამომდინარე, რომ მონაწილეობას იღებს მხოლოდ 4 კანდიდატი, შესაბამისად სხვებს ვერ ეყოლებათ წარმომადგენელი".

დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო ცესკოს იმ დადგენილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც არჩევნების მეორე ტურს მხოლოდ მხოლოდ იმ პარტიების დამკვირვებლები დააკვირდებიან, რომელთა კანდიდატებიც მეორე ტურში მონაწილეობენ. შესაბამისად, ეს პარტიებია: ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები და მრეწველები.