მმართველი პარტიის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ არ უნდა IRI-ს შეურაცხყოფა მიაყენოს, მაგრამ არც მათი და არც NDI-ს კვლევები რეალობას არ ასახავს და მნიშვნელოვნად სცილდება არჩევნების შედეგებს.

"ჩვენ რეალური სიტუაცია უნდა შევაფასოთ. თუ კი ეს მოცემულობა რეალურია, რომ ცალკეულ ლიდერებსა და გაერთიანებულ ოპიზიცას, რომელიც ერთად არის, უფრო მეტი შანსი აქვს და საზოგადოებაც უჭერს მხარს, მაშინ რატომ შეიქმნა ის პრობლემა, თუ არა რევოლუციის მოხდენის სურვილი, რომელსაც კარნახობს მათი ლიდერი საზღვარგარეთიდან. რატომ არის კითხვის ნიშნის ქვეშ", — განაცხადა ვოლსკიმ.

გარდა ამისა, დეპუტატი ამბობს, რომ თუ მასთან ნებისმიერი მკვლევარი მივა პირველი რა პრობლემასაც დაასახელებს უმუშევრობაა, "რომელიც შემდეგ განაპირობებს ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს".

მომავალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, მოქალაქეთა 23 პროცენტი ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 41 პროცენტი კი ოპოზიციურ პარტიებს. ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა.

შესაბამისად გამოკითხვაში არ არის საზოგადების ის განწყობები ასახული, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობით არის გამოწვეული.

გაიგეთ მეტი: