პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს. ასე გამოეხმაურა ის ქართული ოცნების დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას, რომელსაც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა უნდა.

"როგორც ბატონმა ხუნდაძემ განაცხადა, ეს არის იმ მაჟორიტარების ინიციატივა და პოზიცია, რომლებმაც, სამწუხაროდ, მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას", — თქვა თალაკვაძემ.

ხუნდაძემ ეს მოსაზრება დღეს, 19 ნოემბერს თავის ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.