ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო. მისი თქმით, აქ სხდომა არ ჩატარედება და ნაციონალური მოძრაობა სხდომებს არ დაესწრება.

"ამ დარბაზში ცხვრები ვერ შემოვლენ... აქ ვერ შემოვლენ [ქართული ოცნების წევრები], ხალხის ძალას გვერდს ვერ აუვლიან... გინდათ ნერვების ომი? მიიღებთ ნერვების ომს", — თქვა რომან გოცირიძემ.