ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციისთვის რუსეთში დამზადებული ანტიკვარული ჭაღი შეიძინეს, რომელშიც $59 000 გადაიხადეს. მათი ცნობით, ეს ფული სარეზერვო ფონდიდან გადაიხადეს.

"ათონელის რეზიდენციისთვის შესყიდულ ანტიკვარულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებულია რუსეთის საიმპერატორო ქარხანაში დამზადებული XIX საუკუნის ჭაღი — 59 000 აშშ დოლარი", — წერია დოკუმენტში.

მათი ცნობით, ოთხ ანტიკვარულ ჭაღში $133 410 დახარჯეს, რაც 391 112 ლარია.