გაეროს წარმომადგენელი: თუ დეკემბრამდე ვერ გადავჭრით ალეპოს პრობლემას, იგი აღარ იარსებებს
ევროკავშირმა სირიის ქალაქ ალეპოში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაში პასუხისმგებლობა ნაწილობრივ რუსეთს დააკისრა.
როგორც EUobserver წერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 17 ოქტომბრის შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ მას შემდეგ, რაც სირიის რეჟიმმა და მისმა მოკავშირე რუსეთმა თავდასხმები დაიწყეს ალეპოზე, საჰაერო დარტყმების ინტენსივობა და მასშტაბი არაპროპორციული გახდა, რაც შეიძლება ჩაითვალოს ომის დანაშაულად.
EUobserver-ის ცნობით, ევროპელი ლიდერების განცხადებით, რუსეთი საჰაერო დარტყმებისას არალეგალურ იარაღს იყენებს, როგორიცაა "კლასტერული ბომბები". რუსეთის მოკავშირე, სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი კი დამნაშავეა ქიმიური იარაღის გამოყენებაში.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინი აღნიშნავს, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი ალეპოს დაცვაა:
"მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთსა და სირიის რეჟიმს ცეცხლის შეწყვეტისკენ. მოვუწოდებთ, რომ განაგრძონ მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან და სხვა ძირითად მოთამაშეებთან. თავიდან აიცილონ კატასტროფა, განსაკუთრებით კი ჰუმანიტარული კატასტროფა".
მოგერინის თქმით, ევროკავშირი 18 ოქტომბრიდან დაიწყებს მოლაპარაკებებს თურქეთთან, ირანთან და საუდის არაბეთთან. გაგრძელდება მუშაობა სირიის სხვადასხვა ოპოზიციურ ჯგუფთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, ქალებთან, ქრისტიან უმცირესობასთან და სხვებთან.
გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში სტეფან მისტურამ განაცხადა, რომ 100 ათასი ბავშვია საომარ ხაზთან და ისინი უკვე ერთი თვეა ვერანაირ დახმარებას ვერ იღებენ:
"თუკი დეკემბრამდე ვერ გადავჭრით ალეპოს პრობლემას, იგი აღარ იარსებებს. ისტორია განგვსჯის, თუკი რუსეთ-სირიის კამპანია გაგრძელდება".
ევროკავშირი მოითხოვს დაუყოვნებლივი ზავის დადებას, რათა დახმარების კოლონამ მიაღწიოს საბრძოლო მოქმედებების ზონამდე. მათი გადაწყვეტილებით, რუსეთზე დამატებითი სანქციები არ დაწესდება, თუმცა სირიის რეჟიმის წარმომადგენლები შავ სიაში შევლენ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ აურალტმა თქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ გამოიყენებენ სამხედრო ძალას მკვლელობების შესაჩერებლად. მისი თქმით, ევროპამ პოლიტიკური ძალის მობილიზაცია უნდა მოახდინოს, რადგან თუკი ასადი თავის მიზანს მიაღწევს, რაც ალეპოს დაცემასა და მოსახლეობის გაჟლეტას გულისხმობს, ეს იქნება ლაქა ევროპის ისტორიაში:
"ჩვენ ცხადად ვუთხარით რუსეთს, რომ შეეჩერებინა ეს ხოცხა-ჟლეტა".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები