აქციის წყლის ჭავლით დაშლის შემდეგ გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ის ბოქლომი და ჯაჭვი მიიტანა, რითაც ოპოზიციამ პარლამენტის შესასვლელი პიკეტირება მოახდინა.

თალაკვაძის თქმით, ეს ჯაჭვი და ბოქლომი გამოხატავს ოპოზიციის მიდგომას მოქალაქეებისა და სახელმწიფოს მიმართ.

"ეს მათ უნდა შეინახონ, რათა ყოველთვის ახსოვდეთ, რომ ისინი მოქალაქეთა უფლებებს, სახელმწიფოს, საკუთრებას, მედიას და ინსტიტუტებს, ვერც პარლამენტს ბოქლომს ვეღარ დაადებენ", — აღნიშნა თალაკვაძემ.

რობოკოპებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა. ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს.

პიკეტის გამო დღეს, 18 ნოემბერს ვერ გაიმართა კომიტეტებისა და ბიუროს სხდომები.