აქციის წყლის ჭავლით დაშლისა და პარლამენტის შესასვლელებზე პიკეტის მოხსნის შემდეგ ბიუროს სხდომა იმართება. სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებიან.

ბიუროს სხდომა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნაზე საუბრით დაიწყო და თქვა, რომ ქვეყანა ამ სისტემაზე 2024 წელს გადავა.

პარლამენტის პიკეტირების გამო 15:00 საათზე ჩანიშნული ბიუროს სხდომა ვერ ჩატარდა, მანამდე ვერ ჩატარდა ვერც კომიტეტების სხდომები. დემონსტრანტები დეპუტატებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.