საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულებს უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს:

"TI გამოთქვამს მზადყოფნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე იურიდიული დახმარება/წარმომადგენლობა გაუწიოს ნებისმიერ პირს, ვინც დაკავებულ იქნა 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს.

სამართლებრივი დახმარებისთვის დაგვიკავშირდით ნომრებზე:

  • 599 911 558;
  • 599 03 08 34".

რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას მინიმუმ 10 ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათ შორის არიან ზურა ჯაფარიძე, ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ ინფორმაციას ამოწმებენ.