გაიგე მეტი ტექინსპექტირების შესახებ — ლილო მოლი გრინვეის საინფორმაციო კამპანიას შეუერთდა
გრინვეისა და ლილო მოლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტექნიკური ინსპექტირების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში ითანამშრომლებენ. მემორანდუმს ხელი გრინვეის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა და ლილო მოლის დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ მოაწერეს.
გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, საზოგადოების ცნობიერების გაზრდა ტექნიკური ინსპექტირების სფეროში უმნიშვნელოვანესია, რათა ქვეყანაში გაუმჯობესდეს ეკოლოგიური და ჯანდაცვის მაჩვენებლები. ამ მიზნით, ლილო მოლის ტერიტორიაზე გამოიყო ადგილი გრინვეის საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად. ეს ტერიტორია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან მას წლის განმავლობაში დაახლოებით 4 მილიონი პირი სტუმრობს და ეს პროცესი სრულად ლილო მოლის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიმდინარეობს.
დოკუმენტის ხელმოწერის პარალელურად ლილო მოლის ტერიტორიაზე გრინვეის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია — გაიგე მეტი ტექინსპექტირების შესახებ მიმდინარეობდა.
გრინვეის ტექნიკურმა პერსონალმა შეკრებილ საზოგადოებას ის აპარატურა წარუდგინა, რომლის საშუალებითაც ავტოსატრასპორტო საშუალებების გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის და კვამლიანობის დადგენა ხდება. ასევე, მოსახლეობას რიგლოსკოპის გამოყენების პროცედურა გააცნეს, რომლის საშუალებით მოწმდება ფარების სინათლის ნაკადის მიმართულება.
გრინვეის ინსპექტორებმა მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ყველა ის პარამეტრი, რომლზეც მოწმდება ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების გავლის პროცესში.
გრინვეის დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მნიშვნელობა შეაფასა გზებზე უსაფრთხოების, ავტოპარკის გაჯანსაღების, ავტოსაგზაო შემთხვევათა შემცირების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
ლილო მოლში გამართული აქციით გრინვეიმ აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია დაასრულა.
გრინვეი მსგავს შეხვედრებს მოსახლეობასთან მომავალშიც გააგრძლებს. უკვე დაგეგმილია მოსახლეობასთან შეხვედრა საჩხერის მუნიციპალიტეტში.
გრინვეი სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანია ფლობს 26 სერვის ცენტრს, აქედან 10 ცენტრი განთავსებულია თბილისში, 16 კი რეგიონებში. ასევე, კომპანია ფლობს სამ მობილურ ხაზს ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის სადაც არ არსებობს სტაციონარული ტექდათვალიერების სერვისცენტრები.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები