როგორ დაკარგა ძალა წინააღმდეგობამ
საბჭოთა ტერორის შესახებ ხომ ყველას გვსმენია: ფილმები გვინახავს, წიგნები წაგვიკითხავს, ისტორიის სახელმძღვანელოებში გვისწავლია და იმ დროების შვილებს მათ თავს გადახდენილი ისტორიები მოუყოლიათ ჩვენთვის. შესაბამისად, ალბათ, ვერაფრით წარმოვიდგენთ დღეს იმას, თუ როგორ შეიძლება მოვქცეულიყავით მაშინ, იმ საყოველთაო შიშის, დასმენის, გადასახლებისა და დახვერიტის ეპოქაში, როცა უსაშველო უსამართლობის მსხვერპლი ჩვენ ან ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები გავხდებოდით.
რას იზამდი, აქციას გამართავდი? სასამართლოში ჩივილით შეაშინებდი ვინმეს? ხმას ამოიღებდი და სხვებსაც მოუწოდებდი მხარი დაეჭირათ შენთვის? მაშინვე ისე უკვალოდ გაქრებოდი, როგორც შენი პირიდან ამოტყორცნილი სიტყვები. თუმცა, ლიტერატურა ხომ თავისი ძალით სწორედ ყველაზე დაუჯერებელს სრულიად დამაჯერებლად წარმოაჩენს, ჰოდა, მეც ახლა ერთი ისეთი პერსონაჟის შესახებ მინდა მოგიყვეთ, რომელსაც ამ ყველაფრის არ შეშინებია და თავისი გაუჩინარებული ქმრის ბედის გასაგებად პირდაპირ დიდ ბელადთან შესახვედრად გაემართა მატარებლით კრემლში გაგანია 1939 წელს.
აკა მორჩილაძის 2018 წელს გამოქვეყნებული რომანი კუპიდონი კრემლის კედელთან მთავარი გმირის, მუსჲას თავიდანვე განწირული მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს, რადგან ვის გაუგია ასე უცებ მოგეპრიანოს, მატარებელს მოახტე და ამხანაგ სტალინთან შეხვედრა განიზრახო? მაგრამ, აი, მუსჲა სწორედაც ისეთი ქალია, როგორების შესახებაც ბევრს არ გაუგია: ის სუფრაჟისტკაცაა და ანარხისტკაც. ის ისეთი თავდაჯერებული, მოქნილი, ძლიერი და მტკიცეა, რომ თავიდან თუ ფიქრობდი, მისი მგზავრობა შუა გზაში მაინც შეწყდებოდა, რადგან ან თვითონ მოეგებოდა გონს და უკან დაბრუნდებოდა, ან სხვები აღკვეთდნენ მის ვოიაჟს მთელი რიგი მიზეზების გამო, ნელ-ნელა შენც იჯერებ, რომ მუსჲას მართლა შეუძლია ჩრდილოეთში წარმატებით ჩაღწევა და იქაური ყინულების გალღვობა.
მეოცე საუკუნის ქართულ ისტორიაში იშვიათად ისმის ქალების ხმა და თუ ისმის, ისიც უმეტესად იმიტომ, რომ ვიღაცების ცოლები, დები, დედები ან შვილები არიან. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ლიტერატურის შემთხვევაშიც: ქალების პრობლემები, ტრაგედიები და მათ თავს გადახდენილი ისტორიები თითქმის მთლიანად გამქრალია — მით უმეტეს თავად ქალების მიერ მოთხრობილი ისტორიები. ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ აკა მორჩილაძემ 20-30-ანი წლების საბჭოთა კავშირი სწორედ იმ პერიოდში მცხოვრები ქალის ცხოვრებისეული დეტალებით გააცოცხლა და კინოსავით მოძრავი, ხმაურიანი სურათი შექმნა იმ საზარელი ეპოქის შესახებ. თანაც ეს ისე შესანიშნავად გამოუვიდა, რომ მუსჲა არა მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟი, არამედ ისტორიული ფიგურა და ლეგენდარული გმირი გგონია, რომელიც ისევე დაივიწყა ყველამ, როგორც კიდევ ათასობით სხვა.
აკას ერთგულ მკითხველებს მუსჲა აუცილებლად გაახსენებს მის კიდევ ერთ დასამახსოვრებელ პერსონაჟს — მადონეს რომანიდან ობოლე: ქალი, რომელიც წიგნის ფურცლებიდანაც კი ახერხებს სისხლი გაუყინოს მკითხველს. თუ ეს ორი პერსონაჟი მხოლოდ თავიანთი მკვეთრი და გამორჩეული პიროვნული შტრიხებით ჰგვანან ერთმანეთს, გაცილებით მეტი საერთო აქვთ ამ ორ რომანს თხრობის სტილის თვალსაზრისით: იმერული დიალექტით მოთხრობილი ორივე ისტორია საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ აკა მორჩილაძე ქართული ენის უბადლო ოსტატია. ის ისე აკვარახჭინებს სიტყვებს, რომ მის მიერ მოყოლილი ამბის მთელ კომიკურობასა თუ ტრაგიკულობას მთელი სხეულით ერთდროულად შეიგრძნობ.
მუსჲას მატარებლის მარშრუტს რომ დავეწიოთ, კი ვთქვით, ასეთი და ისეთი ქალიაო, მაგის შეუძლებელი რა არისო, რახან მოინდომა, დასახულ მიზანსაც მიაღწევსო, მაგრამ მაინც რისი იმედი ჰქონდა მას? ჩამოხტებოდა მატარებლიდან მოსკოვის სადგურზე, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი ყვავილებით ხელში დახვდებოდა და ერთად იმასლაათებდნენ ჯერ სამშობლოზე და მერე სასხვათაშორისოდ მუსჲას ქმარზეც? არა ბატონო, ასეც არ გადარეულა მუსჲა, მას ჰქონდა თავისი კონტაქტები და მართალია ნაჩქარევად, ცხელ გულზე, მაგრამ ისე გაჩარხა საქმე, რომ სტალინთან შეხვედრა გამოვიდოდა და მერე კი რამეს მოაბამდა კიდეც თავს, როგორც მისნაირ ქალს შეეფერება.
თანაც მუსჲა უბრალოდ ვიღაცა ქალი არ იყო: ასე თუ ისე, იცნობდნენ მას საჭირო პირები, რადგან ის ერთ-ერთი იყო მოწინავე რიგებში, სადაც ბოლშევიკური ძალის გულმხურვალე ქომაგები იყრიდნენ თავს. ამასთან ერთად მას სტალინთან წარსულში რაღაც აკავშირებდა კიდეც, შეიძლება მეტისმეტად შორეული და უმნიშვნელო, მაგრამ მუსჲას სჯეროდა, რომ ის რაღაც იმად მაინც ღირდა, რომ ბელადს მისთვის მოესმინა. მუსჲა წყალია სიცოცხლით სავსე, რომელსაც განზრახული აქვს ცეცხლი ჩააქროს, მაგრამ გულის ხმას ყურს არ უგდებს და ბოლო წუთამდე არ იჯერებს, რომ ის ცეცხლი მეტისმეტად მძვინვარეა და თანაც სისხლისფრად აკვესებს ენებს, რადგან უკვე უამრავი ადამიანის სიცოცხლე შთანთქა და დაანახშირა მისმა წითელმა მხურვალებამ.
წიგნის ბოლო რამდენიმე ათეული გვერდი იმდენად დაძაბული და ყოვლისმომცველია, რომ მასზე სათანადოდ საუბარი შეუძლებელიც კი ჩანს, რადგან ოპერაში გამართული შეხვედრა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდება მკითხველი, იმდენად ამაღელვებელია, რომ წიგნში სხვა ყველაფერი უბრალო პროლოგად მოგეჩვენება. არადა მანამდე რასაც კითხულობ, ყოველი დიალოგი თუ მეჟდუნაროდნი ვაგონში გათამაშებული სცენები უმნიშვნელო სულაც არ არ არის — კინოკამერის თვალივით ზუსტად აღბეჭდილი საბჭოთა საქართველოს ქრონიკაა, მაგრამ შეხვედრა ოპერაში მაინც ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტია, რაც კი შეიძლება ქართული ლიტერატურიდან გაიხსენოთ.
მუსჲას ოდისეაზე მეტს ვერაფერს გეტყვით, მისი ყოველი ფათერაკი და საგმირო საქციელი თბილისი-მოსკოვის გზაზე აკას ენით უნდა შეიტყოთ, რომელიც ამ წიგნისთვის ისეთივე უნიკალური და მნიშნელოვანია, როგორც საკმაზები იმერულ სამზარეულოში. მე მხოლოდ ის მაფიქრებს, რომ დღეს ამ წიგნში აღწერილი ის საშიში, ვეება, ბუა-სახელმწიფო თითქმის ოცდაათი წელია აღარ არსებობს, ერთი შეხედვით მაღალი ღირებულებების მქონე სამყაროშიც ვცხოვრობთ, სადაც ყველამ დაგმო წარსულის სასტიკი გამოცდილება, მაგრამ დღეს რა დაგვრჩენია უსამართლობასთან საბრძოლველად? მუსჲასგან განსხვავებით, აქციების გამართვაც შეგვიძლია, სამართლის კანონიერი გზით ძიებაც და ამის შესახებ სხვებისთვის საჯაროდ მოყოლაც, მაგრამ რა იცვლება ამით? თუ საჭირო გახდება, შენს პროტესტს არალეგიტიმურად ცნობენ და დაგარბევენ, სასამართლოში ვინ გესაუბრება სამართლის სახელით, გაურკვეველია და სხვებს თუ შენი გასაჭირის შესახებ უამბობ, ამის შესახებ შეიძლება ფეისბუქზე დანანაბით დაპოსტონ, ეგაა და ეგ, რამდენიმე დღეში აღარავის ემახსოვრები.
დღეს შეიძლება გვაქვს პროტესტის, ბრძოლის უფლება, მაგრამ ამ დროს ეს უფლება სწორედ ყველაზე მეტადაა მნიშვნელობადაკარგული, გაუფასურებული, რადგან შეიძლება შენი შვილის მკვლელი არ დაიჭირონ, შეიძლება დაგასახიჩრონ ან სახელმწიფო ღირებულებები ფეხქვეშ გათელონ, მაგრამ შენგან მაინც ელოდებიან, რომ მშვიდი, რაციონალური და გაწონასწორებული მოქალაქე იქნები. თუ მაინც ძალიან გაბრაზდები, რა თქმა უნდა, მოგისმენენ, პირადად შეგხვდებიან, მხარზე ხელს მოგითათუნებენ, რადგან ძალიან დამწუხრებულები არიან შენ გამო, დათაფლულ დაპირებებსაც შემოგთავაზებენ ნუგბარად და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ გაგაჩუმონ და შენს წინააღმდეგობას ძალა დაუკარგონ. თავიანთი ფუჭი დაპირებებით გააყუჩებენ შენს ბრაზს, რათა ბოლოს დაიღალო და დანებდე. და თუ მაინც შენსას არ მოიშლი, ყოველთვის გამოჩნდება რაღაც, რის გამოც შეურაცხადად, მოღალატედ, ამორალურად ან დამნაშავედ გამოგაცხადებენ.
და მაშინ, როცა სრულ უმრავლესობას ყოველდღიურად გადარჩენისთვის ბრძოლაც გვიწევს, ვეღარ ვახერხებთ, რომ ყველა ფრონტზე თანაბრად ვიბრძოლოთ, ამიტომაც მარტივად ვტყდებით და ხშირ შემთხვევაში ძალაუფლების მორჩილებადვე ვრჩებით.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები