ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე ფორმულაზე გადაცემას წაიყვანს. პოლიტიკური გადაცემა ყოველ საღამოს 23 საათზე გავა.

"მე არ მაქვს პოლიტიკური ამბიცია და მე წლების განმავლობაში აღარ ვარ პოლიტიკაში და მაყურებელი დარწმუნდა, რომ ამ მიმართულებით არ ვაპირებ არაფერს", — განაცხადა ფორმულას ეთერში გიორგი თარგამაძემ.

როგორც არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, გიორგი ლაფერაშვილმა On.ge-ს განუცხადა, გადაცემა საცდელი მაუწყებლობის ფარგლებში დაჩქარებული წესით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გადაწყდა.

როგორც არხის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე ამბობს, თარგამაძის მონაწილეობით მათ არხზე რამდენიმე გადაცემის დაწყება იგეგმება.

გიორგი თარგამაძეს ტელევიზიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ტელეკომპანია იმედში მაშინ მუშაობდა, როცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არხი სპეცრაზმმა დაარბია. მას შემდეგ პოლიტიკაში წავიდა და თავის ჟურნალისტ კოლეგებთან ერთად ქრისტიან-დემოკრატიული პარტია დააფუძნა.