პატრიოტთა ალიანსმა ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია დაწყებიდან ერთ საათში დაასრულა. ისინი პერმანენტული აქციების მოწყობას აპირებენ. დმათაც, როგორც სხვა ოპოზიციურ პარტიებს, პროტესტის საერთო მიზეზი აქვთ, თუმცა აქციას მხოლოდ დანარჩენი პარტიებია აგრძელებენ.

"ყველას დიდი მადლობა, აქციებისთვის მოემზადეთ, დღეს უნდა დავასრულოთ", — მიმართა აქციის მონაწილეებს პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

პარტიის გეგმაა აქციები რეგიონებში დაიწყოს და შემდეგ თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაასრულოს. მათი განმარტებით, აქციას 23 ნოემბერს გეგმავდნენ, თუმცა ამავე დღეს შეკრება დააანონსეს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც და არ უნდა ერთმანეთს ხელი შეუშალონ. გარდა ამისა, ირმა ინაშვილმა სხვა ოპოზიციურ პარტიებს არ შეუერთდებიან.

მომავალი აქციის თარიღი უცნობია, პარტია საზოგადოების ინფორმირებას მედიასაშუალებებით გეგმავს.

დღეს, 17 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქცია იმართება. ქუჩაში გამოსული პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ამომრჩევლები ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. ივანიშვილი საზოგადოებას 2020 წლის არჩვენების პროპორციული წესით ჩატარებას დაპირდა.