პარლამენთან მიმდინარე აქციაზე — ყველა მინუს ერთი! სიტყვით გამოვიდა 20 ივნისის აქციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა. რუსუდან თამლიანმა განაცხადა, რომ მის შვილს აქციაზე დგომა და ხალხის მხარდაჭერა სურდა, მაგრამ რადგან ეს არ შეეძლო, სთხოვა მისი მაისური აქციის მონაწილეს ნოდარ რუხაძეს ჩაეცვა, რომ თავი იქ ეგრძნო.

"უნდოდა ეგრძნო, რომ ჩვენთან ერთად არის. შვილო თუკი მისმენ ახლა, შევასრულე შენი ოცნება. შემოგევლოს დედა. შენ ჩვენთან ერთად ხარ და ეს ხალხიც შენი მხარდამჭერები არიან. გული წყდება რომ აქ ვერ არის", — განაცხადა რუსიკო თამლიანმა.

20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 20-მდე პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი, ნიკა მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში. ასევე, პოლიტიკოსი, ირაკლი ოქრუაშვილი.