საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს უკრაინიდან მოუწოდებს, რომ ყველა პოლიტიკური, ერთმანეთს დაპირისპირებული ძალების გაერთიანება მნიშვნელოვანია:

"უნდა დადგეს საკითხი, ყველა ერთის წინააღმდეგ საქართველოს გადასარჩენად... ჩათვალეთ, რომ მე ვარ ერთ-ერთი რიგითი მონაწილე, მეც პრაქტიკულად თქვენთან ერთად ვარ, თუნდაც 9 აპრილის ბაღთან ან პარლამენტთან. ჯერჯერობით მხოლოდ ვირტუალურად, მაგრამ ეს დროის საკითხია", — ამბობს სააკაშვილის ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ხვალ, 17 ნოემბერს პარლამენტთან ოპოზიციის გაერთიანებული საპროტესტო აქცია იმართება სლოგანით, "ერთად ერთის წინააღმდეგ". მათი მთავარი მოტხოვნაა, გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ტექნიკური/გარდამავალი მთავრობის პირობებში.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ გაიმართება. კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო, თუმცა 101 მიიღო. 3 დეპუტატი კანონპროექტის წინააღმდეგი იყო, სხვებმა კი თავი შეიკავეს.

ამის გამო უმრავლესობა ჯამში 11-მა დეპუტატმა დატოვა. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზაზა ხუციშვილი, მარიამ ჯაში, გიორგი ბეგაძე, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე, გიგა ბუკია.