რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქცია დავიბრუნოთ ქვეყანა განახლდა. აქციის მთავარი მოთხოვნა პროპორციული საარჩევნო სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა გარდამავალი მთავრობის მეშვეობით.

აქციის გამო რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია. გზის სავალ ნაწილზე გაშლილია კარვები. ასევე, აქტივისტებმა მიიტანეს კასრები და შეშა, რომელსაც გასათბობად იყენებენ.

აქციის პარალელურად შეხვედრას მართავენ ოპოიზიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, აქციას შეურთდებიან.

ორდღიანი გამაფრთხილებელი აქციების შემდეგ საქართველოს პარლამენტთან ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყო, როცა უმრავლესობამ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა და საზოგადოებამ პასუხები მოითხოვა.

ქართული ოცნების წინააღმდეგ მთელი პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდა. ისინი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ითხოვენ, რომელიც პროპორციული წესით და გარდამავალი მთავრობის პირობებში უნდა ჩატარდე.

ქართულ ოცნებას უპირისპირდება პატრიოტთა ალიანსიც, თუმცა საერთო პროტესტისგან გამიჯნულად.