არ შეგრცხვათ?! — ნინო წილოსანს თავის სამაჟორიტარო ოლქში აქციით დახვდნენ
ქართული ოცნების დეპუტატს ნინო წილოსანს თავის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლები პროტესტით დახვდნენ. მოქალაქეებმა დეპუტატს ჰკითხეს შერცხვა თუ არა გურულების, როცა პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირა. შეხვედრის კადრები გურია თუდეიმ გაავრცელა.
"20 ივნისს გავრილოვის ღამე როცა მოაწყვეს, აი, ამის შემდეგ დაპირდით ხალხს, დასავლეთი გადააგდეთ, გადააგდეთ ქართველი ხალხი. ამის შემდეგ კიდევ სხვა გგონიათ თავხედი, ჩვეულებრივი მატყუარა ხართ ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილი, მისი დავალების შემსრულებელი ხართ", — თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ნინო წილოსანმა დღეს, 15 ნოემბერს განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება საქართველოში. მისი თქმით, პროპორციული სისტემა ევროპის ქვეყნებში ქმნის პოლიტიკურ კრიზისს და ეს ქვეყანას სერიოზულად დააზიანებს. განცხადებაში მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ამომრჩევლების პროლემების მოგვარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, ნინო წილოსანმა ლაივში ისაუბრა, რომ გურიაში ამომრჩევლებს შეხვდებოდა.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ გაიმართება. წილოსანი ერთ-ერთია იმ 37 დეპუტატს შორის, რომელმაც კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რის გამოც კანონპროექტს ხმები დააკლდა.
ასევე, წილოსანი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ამ კანოპროექტის ინიციატორი იყო და აზრი შეიცვალა.
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
კომენტარები