არქი ვარკეთილის ახალი პროექტი ამ უბნისთვის პირველი არქის საცხოვრებელი კომპლექსი იქნება. ვარკეთილში მშენებლობის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი მომხმარებლის ძალიან დიდი სურვილი იყო. იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ ბინები თბილისში შეიძინონ, არქი ვარკეთილი ერთ-ერთ საუკეთესო ვარიანტად გვევლინება.

რატომ მაინცდამაინც ეს პროექტი?

195 ბინა 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში არის განლაგებული. აქედან გამომდინარე, არქი ვარკეთილში თქვენ გაქვთ ბინების ფართო არჩევანი. არქი ასევე გთავაზობთ თავადვე შეიმუშავოთ თქვენს სურვილზე მორგებული გეგმარება.

პროექტი შენდება იტონგის ენერგოეფექტური ბლოკით, რომელიც გერმანული წარმოშობისაა. ის ჩვეულებრივი სამშენებლო ბლოკისგან განსხვავებით 6-ჯერ ნაკლებად თბოგამტარია, ანუ შენობის გასათბობად ან გასაგრილებლად 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება. უნიკალური თვისებების მქონე ბლოკი ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას 4 საათის განმავლობაში. გარდა ამისა, არქი ვარკეთილის მშენებლობაში გამოიყენება ჰაიდელბერგცემენტის უმაღლესი ხარისხის ბეტონი, CAPAROL-ისა და Wienerberger-ის ფასადის უმაღლესი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალა. თქვენ მიერ შეძენილი უძრავი ქონება ასევე აღჭურვილი იქნება დაბალემისიური მინების მქონე ევროპული მეტალოპლასტმასის კარფანჯრით და ხმის საიზოლაციო თანამედროვე სისტემებით.

არქი ვარკეთილი მიმდინარე მშენებლობა არის, რაც გულისხმობს იმას, რომ აქ ბინის შეძენა შიდა განვადებით შეგიძლიათ. არქიში გადახდის სხვადასხვა გრაფიკი გვაქვს, რაც მომხმარებელს საოცნებო ბინის შეძენას უმარტივებს. შიდა განვადება სწორედ ერთ-ერთი მათგანია, რომელიც მშენებარე პროექტებზე ვრცელდება და მათ დასრულებამდე გრძელდება.

არქი ვარკეთილის პროექტი მაცხოვრებელს პრემიუმ კარკასით ბარდება. ბინაში შესვლისას თქვენ დაგხვდებათ: ევროპული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინებით, იზოთაბაშირით გალესილი კედლები, მოჭიმული იატაკი, დამონტაჟებული გათბობის მილები, აივანზე დაგებული კერამოგრანიტის ფილები, ელექტროობის გამართული ქსელი და შესასვლელი რკინის კარი. როდესაც ახალაშენებული ბინა ამ ყველაფერს მოიცავს, მობინადრეს თავის ახალ სახლში გადასვლა უმარტივდება. გარდა ამისა, არქი ვარკეთილში დაგხვდებათ მაღალი ხარისხის ლიფტები და 2-დონიანი ავტოსადგომი.

პროექტისთვის 8 000 კვადრატულ მეტრზე რეკრეაციული ზონა გამოიყოფა, ასევე შეიქმნება სპორტული და საბავშვო სივრცეები, რაც ხელს შეუწყობს მომავალი მაცხოვრებლების ფიზიკურ თუ სულიერ დასვენებასა და გაჯანსაღებას.

არქი ვარკეთილი ვარკეთილის მესამე მასივში მდებარეობს. პროექტი შენდება მეტრო ვარკეთილსა და ისთ ფოინთთან ახლოს. ასევე თქვენს საცხოვრებელ სახლთან რამდენიმე წუთის სავალზეა სუპერმარკეტები, სკოლა, საბავშვო ბაღი, ბანკები, სწრაფი კვების ობიექტები, ბენზინგასამართი სადგურები და სხვა. ეს კი მობინადრეებს საშუალებას აძლევს თავიანთი ცხოვრება მეტად კომფორტული გახადონ.