1000 კგ კოკაინის გამორიყვის შემდეგ საფრანგეთში სანაპიროები დაიხურა
ადგილობრივი მედიის ცნობით, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროების ნაწილი მას შემდეგ დაიხურა, რაც ზღვამ 1000 კილოგრამამდე კოკაინი გამორიყა.
უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში საფრანგეთის სანაპირო ზოლის სხვადასხვა ნაწილში დიდი ოდენობით კოკაინის შეფუთვები აღმოაჩინეს, რის გამოც პოლიციამ გადაწყვიტა მთლიანად დაეხურა სანაპირო, რადგან ის შემთხვევით დამსვენებლების ხელში არ აღმოჩენილიყო. თანაც გამომძიებლები უფრო დეტალურად სწავლობენ ზღვისპირს, რათა არსებობის შემთხვევაში დაუყონებლივ იპოვონ კოკაინის ახალი შეფუთვები.
პოლიციის განცხადებით, სანაპიროდან ამოღებულ შეფუთვებში მაღალი ხარისხის კოკაინი აღმოჩნდა, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებულად საშიშია, რადგან მსგავსი ნივთიერებით ორგანიზმის ინტოქსიკაციის რისკი ძალიან მაღალია.
ამჟამად სანაპირო ზოლს ასამდე გამომძიებელი შეისწავლის და ისინი ყოველდღიურად დაახლოებით ასი კილოგრამის ოდენობის კოკაინს პოულობენ, ბოლო მონაცემებით კი უკვე 1 010 კგ ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და ოფიციალური ინფორმაციაც ამ მოვლენის ასახსნელად ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ზღვაში ტვირთის გადატანის დროს ნარკომოვაჭრეები შტორმში მოყვნენ და ეს უკანონო პროდუქცია ზღვაში დაკარგეს, შემდეგ კი ის სანაპიროზე გამოირიყა.
ევროკავშირის ნარკოტიკული საშუალებების მონიტორინგის ცენტრის ცნობით, პოლიციამ მარტო 2017 წელს ევროპაში 140 ტონა კოკაინი ამოიღო, მათ შორის ყველაზე მეტი ესპანეთსა და ბელგიაში. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ამ კუთხით ბოლო ათი წელია მდგომარეობა საგანგაშოდ გაუარესებულია.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები