პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თავისუფალი კენჭისყრით ისინი უზრუნველყოფენ, რომ გუნდი არ დაიშალოს. პროპორციულ საარჩევნო სისტემის პროექტზე თავისუფალი კენჭისყრა იქნება.

"თავისუფალი კენჭისყრა არ ნიშნავს, რომ პროექტი ჩავარდება. გუნდს აქვს გადაწყვეტილება. ჩვენ მოვუწოდეთ მათ და პარტიის ხელმძღვანელმა მოუწოდა, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ გუნდის გადაწყვეტილებას", — განაცხადა მდინარაძემ.

თავისუფალი კენჭისყრა გულისხმობს, რომ ყველა დეპუტატი დამოუკიდებლად მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას და არ გაითვალისწინებს პარტიის პოზიციას.

დღეს მესამე დღეა, რაც პარლამენტი ცდილობს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კონსტიტუციური ცვლილება მიიღოს. ამისთვის მინიმუმ 113 ხმა არის საჭირო, თუმცა ქართული ოცნების წევრების ერთი ნაწილი წინააღმდეგია.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისს დაწყებული რამდენიმეათასიანი აქციების შემდეგ გასცა. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებზე იქნებოდა ნულოვანი ბარიერი.