საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის ნათქვამიდან ირკვევა, რომ ქართული ოცნება ვერ შეთანხმდა საერთო პოზიციებზე. ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"უმრავლესობა გამოვალ მდგომარეობაში ეძებს გამოსავალს... ჩატარდება თავისუფალი კენჭისყრა", — თქვა ხუნდაძემ.

თავისუფალი კენჭისყრა გულისხმობს, რომ ყველა დეპუტატი დამოუკიდებლად მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას და არ გაითვალისწინებს პარტიის პოზიციას.

დღეს მესამე დღეა, რაც პარლამენტი ცდილობს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კონსტიტუციური ცვლილება მიიღოს. ამისთვის მინიმუმ 113 ხმა არის საჭირო, თუმცა ქართული ოცნების წევრების ერთი ნაწილი წინააღმდეგია.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისს დაწყებული რამდენიმეათასიანი აქციების შემდეგ გასცა. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებზე იქნებოდა ნულოვანი ბარიერი.