დისნეიმ The Simpsons-დან მაიკლ ჯექსონის სერია ამოიღო
სულ ცოტა ხანია, რაც დისნეიმ ახალი პლატფორმა Disney+ შექმნა, რომელიც ნეტფლიქსის მსგავსად მაყურებლებს ასეულობით სერიალისა და ფილმის ერთ სივრცეში ნახვის შესაძლებლობას აძლევს. მათ შორისაა ცნობილი ანიმაციური სიტკომი The Simpsons, რომლის ყველა სეზონსა და სერიას დისნეიმ ერთად მოუყარა თავი.
ამ მშვენიერი სიახლის მიუხედავად, სიტკომის ერთგულმა გულშემატკივრებმა მალევე შენიშნეს, რომ სიმპსონებს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეპიზოდი, Stark Raving Dad აკლია. ეს ეპიზოდი 1991 წელს გამოვიდა და მასში მაიკლ ჯექსონიც იღებდა მონაწილეობას - ეს ცნობილი მომღერალი ერთ-ერთ პერსონაჟს ახმოვანებს. როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო დისნეიმ გადაწყვიტა, რომ ეს კონკრეტული სერია თავის სტრიმინგ სერვისიდან ამოეღო.
2019 წელს HBO-მ დოკუმენტური ფილმი Leaving Neverland გადაიღო, რომელმაც მთელს მსოფლიოში დიდი გამოხმაურება გამოიწვია: ორმა კაცმა საჯაროდ აღიარა, რომ ჯექსონი ბავშვობაში მათზე სექსუალურად ძალადობდა. მაშ შემდეგ მისი სიმღერების გაშვება არაერთმა რადიომ შეწყვიტა და მართალია, თავად კომპანიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, მაგრამ, ალბათ, დისნეის გადაწყვეტილებაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.
სიმპსონებთან ერთად Disney+ თავის მომხმარებლებს კიდევ უამრავ ანიმაციურ ფილმსა თუ სერიალს სთავაზობს, რომელთა უმეტესობაც თავად დისნეის მიერ წარსულში შექმნილი საყოველთაოდ ცნობილი პროდუქტია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გასულ საუკუნეში შექმნილი ანიმაციების ნაწილი სიძულვილის ენის ელემენტებს შეიცავს, რის გამოც კომპანიამ ასეთი შემთხვევების წინ გასაფრთხილებელი ტექსტი დაამატა, რომ კონკრეტული პროგრამა, შესაძლოა, შეიცავდეს "მოძველებულ კულტურულ წარმოდგენებს".
მსგავსი გაფრთხილება შეეხო 1941 წელს გადაღებულ ანიმაციას Dumbo, რომელშიც გამოყენებულია რასისტული განწყობის მქონე სიმღერა. იგივე კატეგორიაში მოხვდა პიტერ პენი და მიკი მაუსიც, თუმცა მომხმარებლების ნაწილს მიაჩნია, რომ უბრალოდ სიტყვიერი გაფრთხილება არ არის საკმარისი, რათა დისნეიმ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროს.
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
კომენტარები