ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი რუსეთს ევროპის სტრატეგიულ პრობლემას უწოდებს. ამის შესახებ ტუსკმა ბრიუგეში, ევროპული კოლეჯის სტუდენტების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

გარდა ამისა, მან გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსკოვთან სტრატეგიული დიალოგის აღდგენაა საჭირო.

"საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხში უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ეთანხმება და იმედოვნებს, რომ ეს უკანასკნელი გადაარწმუნებს პოლონელებს რუსეთის მიმართ დამოკიდებულება შეცვალონ... მაგრამ არა მე, ემანუელ", — აღნიშნა ტუსკმა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიზანი არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის ყოფილ ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება, არამედ შიდა დაპირისპირების პროვოცირებით ევროკავშირის სისტემატიური შესუსტებაც.