ქარელში ავარიის შედეგად მოზარდი გარდაიცვალა. იგი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 13 ნოემბერს საღამოს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.