თბილისში, დადიანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა და სამი დაშავდა. შემთხვევა დღეს, 13 ნოემბერს საღამოს მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავებულები უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოში. როგორც შსს-ში On.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.