ახალციხის სკვერში ჩამოვარდნილ ატრაქციონში ბავშვი იჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მათი ცნობით, ბავშვმა დაზიანებული ატრაქციონიდან გასმოსვლა თავად მოახერხა.

შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. სამხრეთის კარიბჭე წერს, რომ მერია ატრაქციონის დაზიანებას მოზარდებს აბრალებს:

"ჩვენმა სამსახურებმა იციან ამის შესახებ და შესაძლებელია ხვალვე შეკეთდეს. ხშირად აქ იმ ასაკის მოზარდები, სხდებიან, რომლებისთვისაც განკუთვნილი არ არის ეს ატრაქციონი, ამიტომ დაზიანდა".