8 მიზეზი, რატომაც ზამთარს პურტო ვალარტაში უნდა გაექცეთ
ისინი, ვისაც სიცივე არ უყვარს, გადამფრენი ჩიტებიგან მაგალითს იღებენ და ზამთრის მოახლოებასთან ერთად თბილი ქვეყნებისკენ მიეშურებიან. ამ მოგზაურების ერთ-ერთი ფავორიტი ადგილია პუერტო ვალარტა, რომელიც მექსიკის გამორჩეულად ლამაზი ქალაქია ოკეანითა და დასასვენებელი ადგილებით.
გთავაზობთ მიზეზებს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მექსიკის ვიზის პროცედურებისა და მგზავრობის ფასის მიუხედავად, ამ ულამაზეს ადგილს უნდა ეწვიოთ.
1. უსაფრთხოება
მოგზაურების დიდი ნაწილი სანამ გლობუსზე დანიშნულების ახალ ადგილს აირჩევს, ჯერ არკვევს, რამდენად უსაფრთხოა სასურველ ქალაქსა თუ ქვეყანაში მოგზაურობა. ამ პრიორიტეტის გათვალისწინებით, თუ პუერტო ვალარტას აირჩევთ, სადარდებელი ნამდვილად არ გაქვთ — მიუხედავად მექსიკის არასახარბიელო რეპუტაციისა, სანაპირო ქალაქი ერთ-ერთ უსაფრთხო ადგილადაა მიჩნეული. ყოველწლიურად ქალაქს იმდენი ტურისტი სტუმრობს, რომ 2020 წლისთვის ვალარტაში ახალი აეროპორტის გახსნა იგეგმება. თუმცა გახსოვდეთ, რომ უსაფრთხოების წესების დაცვა ყველაზე დაცულ ადგილებშიც კი მოგზაურის პასუხისმგებლობაცაა.
2. იაფი სასტუმროები
სასტუმროები საუცხოო ხედითა და თავისი სიიაფით ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც პუერტო ვალარტა უნდა აირჩიოთ. მაგალითად, სურათზე გამოსახულ სასტუმროში 2-კაციან ოთახში ღამის გათევა 30-დან 42 დოლარამდე დაგიჯდებათ. ოთახების საძინებლიდან და აივნიდან კი ოკეანის საუცხოო ხედი იშლება.
3. სერფინგი
პუერტო ვალარტა ის ადგილია, სადაც საკუთარი თავისთვის დაწესებული საზღვრები უნდა დაივიწყოთ. შეგიძლიათ Point Break-დან კიანუ რივზის გმირად წარმოიდგინოთ თავი, სერფინგი ისწავლოთ და ტალღებზე სრიალით ისიამოვნოთ.
4. ფერადი ადგილები
თუ ფოტოგრაფია და მოგზაურობა თქვენთვის ორი ერთმანეთისგან განუყრელი ცნებებია, გაგიმართლათ — პუერტო ვალარტაში გადაღებული ფერადი და ლამაზი ადგილები თქვენს ინსტაგრამს ნამდვილი მოგზაურის ესთეტიკურ ბლოგად გადააქცევს.
5. სასმელი
გემრიელი კოქტეილებით შეგიძლიათ პირდაპირ სანაპიროზე ისიამოვნოთ.
6. საოცარი ხედები
დღის ბოლოს მზის ჩასვლის საუცხოო ხედები ყველა მიწიერ პრობლემას დაგავიწყებთ.
7. ფილმებში ნანახი ადგილები
პუერტო ვალარტაში უამრავი პოპულარული ფილმია გადაღებული, მათ შორის Godzilla: King of the Monsters, Limitless და Revenge. ასე რომ შეგიძლიათ თქვენს საყვარელ კინოშიც იმოგზაუროთ და ცნობილი ადგილები მოინახულოთ.
8. სანაპირო
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ყველაფერი მოგბეზრდებათ, ამ მზიან სანაპიროზე შეგიძლიათ ისეირნოთ.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
კომენტარები