თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მკვლელობას პარლამენტის წევრი, ემზარ კვიციანი გამოეხმაურა. მან თქვა, რომ მოკლული კაცი მისი ძმისშვილის მეგობარია, თავად ბექა კვიციანს კი ორი დღეა ეძებენ.

"არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს იმის გარდა, რომ ორივე დაკარგული იყო, ორივეს ეძებდნენ... არიან ერთმანეთის ნათესავები, ერთად გაზრდილები და ჩემი ძმისშვილი მისი ბავშვის ნათლიაა", — თქვა კვიციანმა.