Paramount Pictures-მა თამაშ Sonic the Hedgehog-ის ადაპტაცია გადაიღო და მისი პირველი ტრეილერი ჯერ კიდევ აპრილის ბოლო დღეს გამოვიდა. თუმცა, ფანებისგან ლურჯბეწვიანი პერსონაჟის გარეგნობამ უარყოფითი გამოხმაურებები მიიღო.

კრიტიკის შემდეგ, გადაიწია ფილმის გამოსვლის თარიღმაც. Paramaunt-მა მთავარი გმირის დიზაინი შეცვალა და აი დღეს, უკვე ვიხილეთ ზღარბი სონიკის ახალი, საბოლოო სახე.

გამოსვლიდან 2 საათში YouTube-ზე ვიდეოს უკვე ნახევარი მილიონი ნახვა აქვს და როგორც ჩანს, ახალმა სონიკმა მაყურებლის მოლოდინი გაამართლა. რაც შეეხება წინა ტრეილერს, იუთუბზე ვიდეოს გამოხმაურებებში თითქმის ნახევარი დისლაიქი ჰქონდა.

დააწკაპეთ ფოტოს, რომ ნახოთ, როგორი იყო წინა სონიკი.

ახალ პროექტში ერთ-ერთ მთავარ როლს მსახიობი ჯიმ კერი ასრულებს. კერი უარყოფით პერსონაჟს, დოქტორ რობოტნიკის ასახიერებს, რომელიც სონიკის შეჩერებას ცდილობს.

Sonic the Hedgehog-ის პირველი თამაში 1991 წელს გამოუშვეს ექსკლუზიურად Sega Mega Drive-სთვის. 2010 წელს მსოფლიოში გაიყიდა სონიკის სერიების 70 მილიონი ასლი.

თამაშების თითქმის ყველა სერიაში სონიკი არის მთავარი გმირი. მან უნდა გადაარჩინოს მსოფლიო სხვადასხვა საფრთხისაგან, ძირითადად, მთავარი მეტოქე დოქტორ ივო რობოტნიკისგან. რობოტნიკის მიზანია მართოს მსოფლიო და შექმნას ეგმანლენდი. ამის მისაღწევად ის ცდილობს გაანადგუროს სონიკი და ხელში ჩაიგდოს ქაოსის ზურმუხტები.

ფილმი კინოთეატრებში 2019 წლის ნოემბრის ნაცვლად 2020 წლის 14 თებერვალს გამოვა.

სონიკის ფილმის ტრეილერი, რომელშიც მისი გარეგნობა დაიწუნეს: