რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პარიზის მსოფლიო ფორუმზე ყოფნისას ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებზე იხუმრა, რომ "პრობლემას მოაგვარებდა". ლავროვის კომენტარს რუსული მედია Tass ავრცელებს.

"ნუ დარდობთ, ამ პრობლემას მოვაგვარებთ", — უთხრა ლავროვმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, თუ როგორ ემზადება რუსეთი 2020 წლის არჩევნებისთვის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს ჩატარდება. ამ დროისთვის სულ 17 საპრეზიდენტო კანდიდატი გაუწევს კონკურენციას მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. დემოკრატების კანდიდატები არიან, ასევე, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მასაჩუსეტსის სენატორი ელიზაბეტ უორენი და ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი.