პარლამენტის სხდომა, რომელზეც პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა განიხილონ კამათის ფონზე მიმდინარეობდა. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებები, საბოლოოდ, სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

სიტყვით გამოსვლისას მმართველი პარტიის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ 2 წუთში პარლამენტს ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს სახეს დაანახებდა. მან 20 ივნისის აქციაზე და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე დაიწყო საუბარი და განაცხადა:

"მაგრამ, როგორც კი ძალას კარგავენ, ზუსტად ასეთ ქილიკს მიმართავენ და სიცრუის ტირაჟირებას, როგორც კაკოია ბობოხიძე ტირაჟირებდა".

ამას აკაკი ბობოხიძის რეპლიკა მოყვა, რის შემდეგაც ყაველაშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა და ნაბოზ*რი უწოდა.

დღეს, 12 ნოემბერს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემას განიხილავენ. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პოლიტიკური სუბიექტის მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება. ასევე, ახალი პროექტი საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

გაიგე მეტი: