ცხოველების უჩვეულო მეგობრობის შემთხვევები იმაზე მეტყველებს, რომ ორ არსებას შორის გულწრფელ სიყვარულს საზღვრები არ გააჩნია.

სწორედ ასეთი გულისამაჩუყებელი და სამაგალითო ურთიერთობის მაგალითია გერმანული ნაგაზისა და კვერნას მეგობრობაც, რომელთა საინტერესო ყოველდღიურობის შესახებ ახლა მოგიყვებით.

ფოტო: nova_n_pacco

ნოვა ძალიან ყურადღებიანი გერმანული ნაგაზია. პაკო კი პატარა, საყვარელი კვერნაა — მოკლედ, ეს ცხოველები ერთმანეთის განუყრელი მეგობრები არიან.

მათი პატრონი, დიანა გრიბი კი ამბობს, რომ ისინი ისე ცხოვრობენ ერთად, თითქოს მათ შორის არანაირი სხვაობა არ ყოფილიყოს.

ფოტო: nova_n_pacco

დიანა ასევე გვიყვება, რომ სახლში პირველად ნოვა მოიყვანა და ცდილობდა, რომ მისთვის ყველანაირი სახეობის ცხოველი გაეცნო, თაგვები, კატები და თუთიყუშებიც კი.

ნათელია, რომ პატრონს უნდოდა ძაღლს სხვა ცხოველებთან თანაცხოვრება ესწავლა.

ფოტო: nova_n_pacco

როცა დრო მოვიდა კი დიანამ მისი მეორე ოცნების შინაური ცხოველი, კვერნა მოიყვანა სახლში. მრავალი სახეობიდან მან არჩევანი შედარებით მეგობრულ კვერნაზე შეაჩერა, რომელიც უპრობლემოდ შეძლებდა ძაღლთან ერთად ცხოვრებას.

ფოტო: nova_n_pacco

ფოტო: nova_n_pacco

ფოტო: nova_n_pacco

ქალმა კვერნა კრაკოვიდან წამოიყვანა. დღეს კი პაკო და ნოვა განუყრელი მეგობრები არიან. მათ ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ, ორივე ძალიან მხიარული და საყვარელია.

ფოტო: nova_n_pacco

ფოტო: nova_n_pacco

ფოტო: nova_n_pacco

"ზოგჯერ განცდა მაქვს, რომ სახლში ორი ძაღლი მყავს", — ამბობს დიანა და იმასაც აღნიშნავს, რომ პაკოს უფროსობა მოსწონს, ნოვა კი უბრალოდ ბედნიერია, რომ ასეთი მეგობარი ჰყავს.