მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია Paramount-მა უკვე შეიძინა დემიენ შაზელის ახალი ფილმის წარმოების უფლებები და მასზე მუშაობა მალე გადასაღებ მოედანზეც დაიწყება.

ფილმის სახელწოდება Babylon იქნება და მასში ჰოლივუდის ოქროს ხანის დროინდელი მოვლენები იქნება გაცოცხლებული. ფილმს უკვე ადარებენ კვენტინ ტარანტინოს ბოლო ნამუშევარს Once Upon a Time in Hollywood, რომელიც ჰოლივუდში 60-იანი წლების კინოინდუსტრიის შესახებ მოგვითხრობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილმში მთავარ როლებზე მოლაპარაკება ბრედ პიტთან და ემა სტოუნთან მიმდინარეობს. ემა სტოუნს უკვე უთანამშრომლია რეჟისორ დემიენ შაზელთან ცნობილ ფილმში La La Land, რომელშიც შესრულებული როლის გამო მას ოსკარი გადაეცა.

როგორც ცნობილია, ფილმის პრემიერა 2021 წლის 25 დეკემბერს შედგება.