"ბატონო აკაკი, განაგრძეთ, გთხოვთ. ჩათვალეთ, რომ ბრიტანეთის პარლამენტში ხართ", — ეს ფრაზა პარლამენტის სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, აკაკი ბობოხიძეს მას შემდეგ უთხრა, რაც დეპუტატს შეძახილებისა და ხმაურის გამო გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ცნობილია იმით, რომ სიტყვით გამოსვლისას დეპუტატები არც კომენტარებს და არც შეძახილებს არ იშურებენ, რაც მიღებული პრაქტიკა და ტრადიციაა.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას ეკლესიის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ამავე დროს, ოპოზიციური პარტიები საპატრიარქოს მოვლენებში მმართველი გუნდის კვალს ხედავენ.

აკაკი ბობოხიძე სიტყვით გამოსვლისას აცხადებდა, რომ მეუფე იაკობი მხოლოდ ორ პირს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ქართველი ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ადებდა ხელს. მმართველი პარტიის დეპუტატების შეძახილების გამო ბობოხიძემ გამოსვლა არაერთხელ შეაჩერა. პარლამენტის სპიკერმა სხვა დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა, თუმცა მმართველი გუნდის წევრები მაინც აგრძელებდნენ ხმაურს.