სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოდისწყაროსთან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი პირი დააკავეს.

უწყებაში On.ge-ს უთხრეს, რომ ისინი ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებულები. მათივე ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.