შსს-მ And Then We Danced-ში პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა
ფოტო: Anka Gujabidze
შინაგან საქმეთა სამინისტრომ And Then We Danced-ში პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა და გამოძიება არ დაიწყო. ამის შესახებ On.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
შინაგან საქმეთა სამინიტროში არ ამბობენ, ნახა თუ არა ფილმი მათმა რომელიმე თანამშრომელმა.
"მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია", — განმარტავენ შსს-ს პრესსამსახურში.
ჰომოფობიური პროტესტი And Then We Dance-ის წინააღმდეგ
8, 9 და 10 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად აქციები გაიმართა. თბილისში აქციის ორგანიზატორები ლევან ვასაძე, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენლები გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე იყვნენ. ბრეგაძე და ვასაძე ამირანთან, ხოლო ფალავანდიშვილი თბილისი გალერიაში იმყოფებოდნენ და სეანსის ჩაშლას ცდილობდნენ.
8 ნოემბერს აგრესიული ჯგუფები მშვიდობიანი მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს პიროტექნიკას და სხვადასხვა ნივთს ისროდნენ, შემდეგ კი პარაკლისი გადაიხადეს. რაც შეეხება ბათუმში გამართულ ჩვენებას, კინოთეატრ აპოლოში დემონსტრანტებმა კვერცხები და შუშხუნები შეყარეს.
პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების მიუხედავად, აგრესიული პირების თავდასხმის გამო, თბილისში აქციაზე დაშავდნენ ანა სუბელიანი, დავით ბერძენიშვილი და ერთი პოლიციელი. ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ჩვენების პირველ დღეს პოლიციამ 28 პირი დააკავა, მათ შორის ერთი სისხლის სამართლის კოდექსით.
მიუხედავად პროტესტისა, ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და არც ერთი სეანსი არ ჩაშლილა.
ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე 16 მაისს შედგა, პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის ჩვენება კი თბილისის კინოთეატრებში 8-10 ნოემბერს გაიმართა.
And Then We Danced ახალგაზრდა მოცეკვავის, მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც ამბიციური მეტოქე შეუყვარდება. მთავარ როლებს ქართველი მსახიობები: ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი, ანა ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, თამარ ბუხნიკაშვილი და მარიკა გოგიჩაიშვილი ასრულებენ.
და ჩვენ ვიცეკვეთ, რომელმაც არა ერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში შვედეთის სახელითაა გაგზავნილი. ფილმის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.
-
EU-მ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა EU-მ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა
გადახედვა
-
ქუთაისის ახალი თეატრი "ლიანდაგი" — თავისუფალი სივრცე შემოქმედებისთვის ქუთაისის ახალი თეატრი "ლიანდაგი" — თავისუფალი სივრცე შემოქმედებისთვის
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს ირაკლი კობახიძე: ჩინეთთან გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს
გადახედვა
-
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ — ერთად გავიმარჯვებთ — თიბისისთან ერთად ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ — ერთად გავიმარჯვებთ — თიბისისთან ერთად
-
აშშ-ში ატომურ იარაღს გამოცდიან — პირველად 1992 წლის შემდეგ აშშ-ში ატომურ იარაღს გამოცდიან — პირველად 1992 წლის შემდეგ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში თბილისი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის მობილბანკში თბილისი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია
-
ელენე ხოშტარია: არანაირი შეხება ე.წ სასამართლო პროცესთან არც ერთი ფორმით არ მექნება ელენე ხოშტარია: არანაირი შეხება ე.წ სასამართლო პროცესთან არც ერთი ფორმით არ მექნება
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: დრო არის ჩვენი დიალოგი [აშშ-სთან] შედგეს. მათი მხრიდან არის ახლა, დასაყენებელი ეს საკითხი, როდის გადაწყვეტენ ჩვენთან მოხდეს დაკავშირება მიხეილ ყაველაშვილი: დრო არის ჩვენი დიალოგი [აშშ-სთან] შედგეს. მათი მხრიდან არის ახლა, დასაყენებელი ეს საკითხი, როდის გადაწყვეტენ ჩვენთან მოხდეს დაკავშირება
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
-
"ბრალდებულმა მოკლულის ცხედარი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა" — მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს "ბრალდებულმა მოკლულის ცხედარი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა" — მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
გადახედვა
-
"ყველა გზა რომში მიდის" — მეცნიერებმა ქალაქის უზარმაზარი საგზაო ქსელის რუკა შექმნეს "ყველა გზა რომში მიდის" — მეცნიერებმა ქალაქის უზარმაზარი საგზაო ქსელის რუკა შექმნეს
გადახედვა
-
გაიცანით ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი გორიდან — პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია გაიცანით ელენე ბეთლემიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი გორიდან — პროექტის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
გამოძიება მიმდინარეობს ვატო შაქარაშვილის და ნანა კაკაბაძის განცხადებების საფუძველზე — დიმიტრი საძაგლიშვილი გვარამიას საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ვატო შაქარაშვილის და ნანა კაკაბაძის განცხადებების საფუძველზე — დიმიტრი საძაგლიშვილი გვარამიას საქმეზე
გადახედვა
-
რა წერია "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებულ EU-ს ელჩის წერილში, რომელიც, მათი მტკიცებით, პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო უწყებაში გააგზავნა? რა წერია "რუსთავი 2"-ის მიერ გამოქვეყნებულ EU-ს ელჩის წერილში, რომელიც, მათი მტკიცებით, პაველ ჰერჩინსკიმ საგარეო უწყებაში გააგზავნა?
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს, ჯილდო ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის, თავისუფალი მედიის პრემია გადაეცა მზია ამაღლობელს, ჯილდო ეთიკისა და სიმართლის მიმართ 25-წლიანი ერთგულებისთვის, თავისუფალი მედიის პრემია გადაეცა
გადახედვა
-
მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2025-ზე წარდგება მოისმინეთ სიმღერა, რომლითაც საქართველო საბავშვო ევროვიზია 2025-ზე წარდგება
-
ბრიუსელის აეროპორტმა დრონების გამოჩენის გამო ოპერირება მესამედ შეაჩერა ბრიუსელის აეროპორტმა დრონების გამოჩენის გამო ოპერირება მესამედ შეაჩერა
გადახედვა
-
შექმნეს ჩიპები, რომლებიც ტვინში თავისით ინერგება — ნეიროქირურგიის დასასრული? შექმნეს ჩიპები, რომლებიც ტვინში თავისით ინერგება — ნეიროქირურგიის დასასრული?
გადახედვა
-
შეყვარებულის ყოლა ტეხავს? შეყვარებულის ყოლა ტეხავს?
გადახედვა
-
TKTFLY.GE პოსტ მოგზაურობის დრამასთან გამკლავების გზას გვთავაზობს TKTFLY.GE პოსტ მოგზაურობის დრამასთან გამკლავების გზას გვთავაზობს
-
თეგეტა მოტორსი Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა თეგეტა მოტორსი Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
კომენტარები