ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერი, ბიზნესმენი ლევან ვასაძე ამტკიცებს, რომ დასავლეთის მოაზროვნეები და პოლიტიკოსები ხშირად ეკითხებიან, როგორ უნდა დაიწყონ ქართველებთან ურთიერთობა. ის მათ "სიმბოლურ რჩევას" აძლევს, რომ საქართველოს სვეტიცხოვლიდან დაკარგული ჭაღი დაუბრუნონ.

ვასაძე ყვება, რომ რუსეთის ერთ-ერთმა იმპერატორმა ოდესღაც ქართველებს აჩუქა ჭაღი, რომელიც სვეტიცხოველში ეკიდა. მისი თქმით, ეს ჭაღი კომუნისტებმა ჩამოხსნეს და შემდგომში ამერიკის საელჩოში გადაიტანეს. მისივე მტკიცებით, ჭაღი საელჩოდან მოიპარეს.

ვასაძე სთავაზობს "დასავლურ იმპერიას", რომ "უძველეს ქართველ ერთან" ჯანსაღი ურთიერთობების დასაწყებად მონახონ ეს ჭაღი ამერიკაში და დააბრუნონ საქართველოში.

ამის შესახებ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში ჰომოფობიურ ჯგუფებთან შეხვედრისას განაცხადა. რამდენიმე წუთში ისინი მსვლელობით გაემართებიან ამირანისკენ, სადაც ფილმ And Then We Danced-ის სეანსია ჩანიშნული. ისინი მესამე დღეა სეანსის ჩაშლას ცდილობენ ჰომოფობიური მოტივებით.