სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსმა დამიანემ ის სასულიერო პირები გააკრიტიკა, რომლებმაც ჭყოდნიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას დაუჭირეს მხარი და ეპარქია დატოვეს. ამის შესახებ მან ჭყონდიდის ეპარქიაში ისაუბრა.

"ერთის მხრივ ეს კარგია, რომ უყვართ მათ მოძღვარი, მაგრამ შენ რას შვები კაცო? რაში უდგები გვერდით? შენც მილანძღავ მე მამას?

ისინი ვისთან მოდიან აქ? ჩემთან? გრიგოლისთან? პეტრესთან მოდიოდნენ, თუ უფალთან მოდიოდნენ", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთას განიხილავდნენ, თუმცა პატრიარქმა ამაზე უარი თქვა.

31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" მონასტერში იქნა გამწესებული. მეუფე პეტრემ შეიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა.

ბერებისა და დედაოების ნაწილი ახალ მეუფეს განუდგა და მის წირვაზე დასწრებას აღარ აპირებს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.

გაიგეთ მეტი: