ნიუ-იორკში გამართულ Fast Company-ის ინოვაციების ფესტივალზე ამერიკელმა რეპერმა კანიე ვესტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას:

"როდესაც 2024 წელს პრეზიდენტად ვიყრი კენჭს, იმდენ სამუშაო ადგილებს შევქმნით, სირბილის ნაცვლად სიარული მომიწევს".

დიზაინერისა და არტისტის თქმით, როდესაც ფორბსმა მასზე დაწერა, რომ $890 მილიონის ქონების მფლობელი იყო, მას მილიარდერი მაინც არ უწოდეს.

"მარტინ ლუთერ კინგი I Have a Dream-ის გამო არ მოუკლავთ. ის სხვა რამეზეც აპირებდა საუბარს — შავკანიანების გაძლიერებაზე. ეკონომიკურ გაძლიერებაზე. როდესაც ფორბსს ინტერვიუ მივეცი და მათ ვაჩვენე, რომ $890 მილიონიანი ქონების მფლობელი ვიყავი, მათ მაინც არ მიწოდეს მილიარდერი. მათ არ უნდათ აჩვენონ, რომ ჩვენ მიწების ყიდვა შეგვიძლია. არ უნდათ იცოდეთ, რომ 100%-ით შეგვიძლია რამეს ვფლობდეთ. მე Yeezy-ის 100%-ს ვფლობ. მიზეზი, რატომაც ყველაფერს ასე ხმამაღლა ვამბობ ისაა, რომ არ მინდა მომკლან. ასე რომ, მე კანონიერად შევიცვლი ჩემს სახელს და დავირქმევ "მილიარდერ, ქრისტიან, გენიოს კანიე ვესტს", რომ იცოდეთ, ზუსტად რა ხდება", — თქვა კანიემ.

კანიე ვესტი 2015 წელსაც აანონსებდა, რომ 2020 წელს საპრეზიდენტო მარათონში ჩაებმეოდა.

ფორბსმა ვესტს უპასუხა:

"ფორბსის მილიარდერების სიას ჩვენ ყოველი წლის გაზაფხულზე გამოვცემთ. 2019 წლის გაზაფხულზე კანიეს ქონება $240 მილიონად იყო შეფასებული".

კანიემ ერთხელ უკვე შეიცვალა სახელი და 2018 წლის სექტემბრის ბოლოს Ye დაირქვა. 2009 წელს, როდესაც სპორტული ფეხსაცმლის ხაზი გამოუშვა, კანიემ თქვა, რომ სურდა მისთვის "მარტინ ლუი მეფე უმცროსი" ეწოდებინათ.