კინოთეატრ ამირანში მაყურებელი And Then We Danced-ის დასასრულს ტაშითა ოვაციებით შეხვდა.

თბილისსა და ბათუმში აქციები იმართება And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად. თბილისში აქციის ორგანიზატორები არიან ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე და ჰომოფობიური დაჯგუფების წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი. ბრეგაძე ამირანთან, ხოლო ფალავანდიშვილი გალერეა მოლში იმყოფება. კინოჩვენების გამპროტესტებლები მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამართალდამცავების მისამართით პიროტექნიკას და გარკვეულ ნივთებს ისროდნენ. რაც შეეხება ბათუმში გამართულ ჩვენებას, კინოთეატრ აპოლოში დემონსტრანტებმა კვერცხები და შუშხუნები შეყარეს.

თბილისში აქციაზე დაშავდნენ ანა სუბელიანი, დავით ბერძენიშვილი და ერთი პოლიციელი. აქციიდან ამჟამად დაკავებულია 11 ადამიანი. თბილისში კინოთეატრ ამირანის წინ მობილიზებულია სპეცრაზმი და პოლიცია.